ზურმუხტისფერი მწვანის
თვალუწვდენელი სიმრავლე; წითელი, ყვითელი და ზოგან ისევ მწვანე ნათება;თეთრად შეფერილი
ნაძვის ხეები...წლის ნებისმიერ დროს თვალწარმტაცია ბორჯომი,საქართელოს ერთ-ერთი ულამაზესი
მხარე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.
ბორჯომის რაიონში
შედის 1 ქალაქი (ბორჯომი), 3დაბა (ახალდაბა,წაღვერი,ბაკურიანი) და 37 სოფელი.
ბორჯომში მოედინება მტკვარი,რომლესაც აქ 2 პატარა
მდინარე უერთდება-ბორჯომულა და გუჯარეთის წყალი.კურორტი ზღვის დონიდან 810-850 მ სიმაღლეზე
მდებარეობს.ქალაქს ირგვლივ მარადმწვანე ტყით დაფარული ცადატყორცნილი მთები აკრავს.მდიდარი
შერეული ტყე წიწვოვანი ჯიშების სიჭარბით უზრუნველყოფს ბორჯომის ხელსაყრელ კლიმატურ
პირობებს,ხოლო მდინარეები და ნაკადულები კიდევ უფრო ამაღლებენ კურორტის ღირებულებას.
საინტერესო წარსულით ხასიათდება მხარის გეოლოგია.მეცნიერები
ამტკიცებენ,რომ დაახლოებით 200 მილიონი წლის წინათ,კავკასიის ნაწლილი და მათ შორის
ბორჯომიც დაფარული იყო ღრმა ზღვიური აუზით.დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ ბორჯომის
მიდამოები უკვე ხმელეთია,ეს მთიანი მხარე თანდათანობით უფრო მაღლა ამოწევას განიცდის
და დაახლოებით ნახევარი მილიონი წლის წინ საბოლოოდ ყალიბდება ისეთი გეოგრაფიული სახე,რომელიც
ამჟამად არის.
გეოლოგიური განვითარების შედეგად შეიქმნა ბორჯომის
ლამაზი მხარე,მიწის წიაღში წარმოიშვა და შემონახულია მრავალრიცხოვანი ნამარხი,როგორიცაა
მრავალფეროვანი ჰიდრომინერალური რესურსები-ცივი და თბილი მინერალური წყლები,სამშენებლო
და სამრეწველო მასალები და:კირქვა,ბაზალტი,მარმარილო,ტუფოგენური ქანები,ანდეზიტი,დიაბაზი
და სხვა.ხეობაში გავრცელებული მინერალური წყლები შემდეგი ტიპისაა: ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი ,ნახშირმჟავარკინიანი, სარმის
ტიპის,გოგირდოვანი,ნახშირმჟავაკალციუმიანი და სხვა.
No comments:
Post a Comment