Tuesday, November 12, 2013

ბორჯომის კულტურული ძეგლები

ნიჭიერი ხალხის გარდა,ბორჯომი მდიდარია კულტურული ძეგლებითაც.
   მიხეილ რომანოვს ბორჯომი რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაუქცევია და აქ 1864-1871 წლებში აუგია მავრიტანული სტილის დიდებული სასახლე,რომელიც 1968 წელს ხანძარს გაუნადგურებია.ამ ადგილზე მოგვიანებით სანატორიუმი „მთის ხეობა“ აშენდა.Description: Likani_Palace.JPG
   კურორტზე საპატიო სტუმრების მისაღებად აშენდა სასტუმროები.ქალაქის ცენტრში 1880 წელს გაშენდა ბაღი,რომელიც დღეს მერაბ კოსტავას სახელს ატარებს.
   1890 წელს კავშირგაბმულობისათვის აშენდა აგურის ორსართულიანი შენობა,რომელშიც ჯერ ფოსტა,შემდეგ კი სტამბა და რედაქცია იყო გაშენებული.
   1890 წელს მტკვრის მარცხენა მხარეს გერმანელმა ინჟინერნა შვეიერმა ააგო სამსართულიანი გოთური სტილის ქვითკირის შენობა,სადაც დღეს ბორჯომის მხარტეთმცოდნეომის მუზეუმია განთავსებული.ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის,იგი 1926 წელს გაიხსნა.Description: 26993013842365623534644.jpg
   ბორჯომს დღემდე ამშვენებს რენესანსის სტილის სასახლე,რომელიც 1892-95 წლებში მიხეილის ვაჟის -ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით აუგიათ.
    1892 წელს ირანის კონსულმა მირზა რიზა ხანმა,თავისი მეუღლის საპატივსაცემოდ, ბორჯომში აზიური სტილი ულამაზესი შენობა „ფირუზა“ ააშენა,რომლის ჭერიც ქვებით იყო მოოჭვილი.მომდევნო წლებში აქ სანატორიუმი გაიხსნა,რომელმაც 1990-იანი წლებიდან ფუნქცია დაკარგა,თუმცა იგი ამჟამად უკვე რესტავრირებულია და მრავალი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი განცვიფრებაში მოყავს.Description: piruza_5qxcp8v6.jpg
   2005 წელს გაიხსნა განახლებული პარკი,სადაც მრავალი გასართობი ატრაქციონი და მინერალური წყლების პავილიონია.პარკში აგებულია ახალი სასტუმრო „პარკ-ჰოტელი“.Description: Tori _3-69.jpg
   ფუნქციონირებს კულტურისა და ხელოვნების ცენტრი რევაზ ბლიაძის ხელმძღვანელობით.ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლებია:სახელმწიფო ქორეოფრაფიული ანსამბლი „ფერხისი“,ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ქორბუდა“,ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერმისი“,ვაჟთ ვოკალური სახალხო ანსამბლი „ბორჯომი“,გოგონათა ვოკალური ანსამბლი „მზე შინა“,ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ბორჯომულა“.
   ბორჯომის კულტურული ძეგლებიდან ასევე მნიშვნელოვანია საბაგირო გზა,შრომისა და დასვენების ეროვნული პარკი,გასართობი ცენტრები,ატრაქციონები,კინოთეატრი,თოჯინების თეატრი,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.Description: images.jpgDescription: clip_image008_0002.jpg

ბორჯომის გეოგრაფიული მდებარეობა

   ზურმუხტისფერი მწვანის თვალუწვდენელი სიმრავლე; წითელი, ყვითელი და ზოგან ისევ მწვანე ნათება;თეთრად შეფერილი ნაძვის ხეები...წლის ნებისმიერ დროს თვალწარმტაცია ბორჯომი,საქართელოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.


      ბორჯომის რაიონში შედის 1 ქალაქი (ბორჯომი), 3დაბა (ახალდაბა,წაღვერი,ბაკურიანი) და 37 სოფელი.
      ბორჯომში მოედინება მტკვარი,რომლესაც აქ 2 პატარა მდინარე უერთდება-ბორჯომულა და გუჯარეთის წყალი.კურორტი ზღვის დონიდან 810-850 მ სიმაღლეზე მდებარეობს.ქალაქს ირგვლივ მარადმწვანე ტყით დაფარული ცადატყორცნილი მთები აკრავს.მდიდარი შერეული ტყე წიწვოვანი ჯიშების სიჭარბით უზრუნველყოფს ბორჯომის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს,ხოლო მდინარეები და ნაკადულები კიდევ უფრო ამაღლებენ კურორტის ღირებულებას.
 

   საინტერესო წარსულით ხასიათდება მხარის გეოლოგია.მეცნიერები ამტკიცებენ,რომ დაახლოებით 200 მილიონი წლის წინათ,კავკასიის ნაწლილი და მათ შორის ბორჯომიც დაფარული იყო ღრმა ზღვიური აუზით.დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ ბორჯომის მიდამოები უკვე ხმელეთია,ეს მთიანი მხარე თანდათანობით უფრო მაღლა ამოწევას განიცდის და დაახლოებით ნახევარი მილიონი წლის წინ საბოლოოდ ყალიბდება ისეთი გეოგრაფიული სახე,რომელიც ამჟამად არის.
   გეოლოგიური განვითარების შედეგად შეიქმნა ბორჯომის ლამაზი მხარე,მიწის წიაღში წარმოიშვა და შემონახულია მრავალრიცხოვანი ნამარხი,როგორიცაა მრავალფეროვანი ჰიდრომინერალური რესურსები-ცივი და თბილი მინერალური წყლები,სამშენებლო და სამრეწველო მასალები და:კირქვა,ბაზალტი,მარმარილო,ტუფოგენური ქანები,ანდეზიტი,დიაბაზი და სხვა.ხეობაში გავრცელებული მინერალური წყლები შემდეგი ტიპისაა: ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიანი ,ნახშირმჟავარკინიანი, სარმის ტიპის,გოგირდოვანი,ნახშირმჟავაკალციუმიანი და სხვა.